„MACRES“-ის და „STATUM“-ის 

დაწნეხილი პროფილის არმირებული ყრილები

Армированные насыпи обжатого профиля Geo Face

ტექნოლოგია

ნებისმიერი სიმაღლის საყრდენი კედლების აგების საშუალებას იძლევა

  • ტექნოლოგია დაფუძნებულია გეოსინთეტიკური ლენტის (არმატურის) ყრილის გამკვრივებაზე, რომელიც მოსაპირკეთებელ პანელებთან მიერთებით, ქმნის სივრცით სტრუქტურას;
  • დამცავი კედელი მოიზიდება გზის ან ფერდობის ვაკისზე/საფარზე ფოლადის ან პოლიმერული საწევი ზოლურებით, რომელიც განთავსებულია ნაგებობის მთელ სიმაღლეზე ან სიგრძეზე. საწევი ზოლურები მაგრდება ანკერის წერტილებზე პანელის უკანა მხრიდან;
  • ვერტიკალური ან იარუსისებრი დამცავი კედლის მიღმა არსებული სივრცე ივსება არმირებული გრუნტით.
  • შემავსებლების ნარევი შესაძლოა განსხვავდებოდეს გზის ვაკისის/საფარის სადრენაჟო და გამძლეობის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მაგრამ მოთხოვნები უკუჩასაყრელი გრუნტის შემადგენლობისა და ხარისხისადმი რჩება ერთნაირი მთლიანი ყრილის მოცულობისადმი;
  • ეს შემაკავებელი ძალის მთლიან ნაგებობაზე გადანაწილებისა და მნიშვნელოვანი დინამიკური და სტატიკური დატვირთვის გაძლების საშუალებას იძლევა;
  • ასაწყობი ბეტონის პანელები ერთდროულად გამოყენება მოპირკეთების, კედლის გამაგრების, გრუნტის მასივის ეროზიის თავიდან ასაცილებლად და უზრუნველყოფს კონსტრუქციის მიმზიდველ, დასრულებულ სახეს.
macres-1
macres-2
macres-3
macres-4

უპირატესობა

  • უნივერსალური გადაწყვეტილებები საყრდენი კედლების, ყრილების, წყალგამტარი და ნაპირსამაგრი ნაგებობების აგებისას;
  • კონსტრუქციის ეფექტური მუშაობა გაზრდილი ვიბრაციისა და ტემპერატურული დატვირთვის პირობებში.
  • კონსტრუქციის საიმედოობა და უსაფრთხოება რეგულარული სეისმოლოგიური აქტივობისას, პერიოდული დათბობისა და შემოყინვის, აგრეთვე მუდმივი ყინვის პირობებში;
  • ადგილობრივი გრუნტის გამოყენების შესაძლებლობა მათი ხელოვნურად არმირების ხარჯზე.
  • კონსტრუქტივი ითვალისწინებს სადრენაჟო წყლების კედლიდან ეფექტურ გადაყვანას, რაც გამორიცხავს მის დეფორმაციასა და დალექვას;
  • მაღალი შეკეთებისუნარიანობა, დემონტაჟისა და ელემენტების ხელმეორედ გამოყენების    შესაძლებლობა.
macres-5
macres-6
macres-7
macres-8

გამოყენების სფერო

  • საავტომობილო გზების დაცვა მეწყერული მოვლენებისგან მთიანი რელიეფის პირობებში;
  • რთული მრავალდონიანი საგზაო კვანძების მშენებლობა;
  • ერთ და მრავალიარუსიანი საყრდენი კედლების ამოყვანა;
  • ღვარცოფისა (სელის) და წყალგამტარი მოწყობილობები.
  • ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა
  • მშენებლობის ქვეშ მოედნების, ბაქანების მოწყობა მთიანი რელიეფის პირობებში;
  • საინჟინრო-საკომუნიკაციო გაყვანილობისთვის კორიდორების გაყვანა;
  • წყალსაცავებისა და დამბების მშენებლობაю
macres-9
macres-10
Армированные насыпи обжатого профиля Geo Face
Армированные насыпи обжатого профиля Geo Face