„მანტა რეი“-ს გრუნტული ანკერული სისტემები

Грунтовые анкерные системы Manta ray

ტექნოლოგია

გრუნტის „ღუზისებრი“ თვითგაშლადი ანკერული სისტემები, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებით მიწა-ბეტონის სამუშაოებს.

ანკერები  შედგება გრუნტში ჩასასობი სპეციალური ფორმის მქონე ფირფიტისგან, რომლებსაც შეუძლიათ ანკერ-მჭმისა და შემაერთებელი ელემენტების დაძაბულობის დატვირთვისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ანკერის მოცემულ სიღრმეზე ჩაშვების შემდეგ ხდება ჩასასობი ინსტრუმენტის, ე.წ  „მიმწოლს, ბიძგის მიმცემის“ უკან ამოღება.

შემდეგ, ანკერი იხსნება/იშლება გრუნტში – იწევა, დაკეცილი მდგომარეობიდან ისეთნაირად, რომ მისი ფირფიტა ტრიალდება და გადაიქცევა მზიდ ზედაპირად („ღუზად“), რომელიც მუშობს როგორც „ფილა გრუნტში“.

ამავდროულად ხდება მისი ტესტირება ანკერული-დატვირთვის მექანიზმის საშუალებით. ამ პროცესს „წნევის ქვეშ ფიქსაციას“ უწოდებენ და წარმოადგენს თითოეული ანკერის მზიდუნარიანობის თვალსაჩინო შემოწმებას.

ანკერები კონსტრუირებულია გრუნტში ნებისმიერი კუთხით  – ვერტიკალურიდან – ჰორიზონტალურამდე ჩასასობად. ბასრი მიმმართველი ნაწიბურები და მაღლა განთავსებული „ვარსკვლავი“ ეხმარება ანკერის წინა/ფრონტალურ მხარეზე არსებულ მცირე განივი კვეთის მქონე  ნაწილებს გრუნტის მჭიდრო ფენებამდე ჩაღწევაში.

Грунтовые анкерные системы Manta ray

1. ჩავასობთ ანკერს მოცემულ სიღრმეზე;

Грунтовые анкерные системы Manta ray

2. უკან ვიღებთ ე.წ. „ბიძგის მიმცემ მიმწოლს“

Грунтовые анкерные системы Manta ray

3. ვჭიმავთ ლითონის ღეროს ანკერის ბლოკირებამდე

Грунтовые анкерные системы Manta ray

4. ვამოწმებთ მზიდუნარიანობას

უპირატესობა

კომპანია „I.A.S“ ჯგუფის ანკერული სისტემების გამოყენებას სხვა, გავრცელებულ ტრადიციულ მეთოდებთან (ბეტონის ან ხის „ღუზები“) შედარებით გააჩნია მთელი რიგი არსებითი უპირატესობა, რომელიც ჩვენს მიდგომას რევოლუციურს ხდის.

  • ანკერის მზიდუნარიანობის შემოწმება დაუყოვნებლივ, მონტაჟის შემდეგ;
  • ბეტონისა და ასფალტის საფარის ქვეშ მონტაჟის შესაძლებლობა;
  • მონტაჟის მაღალი სიზუსტე, მათშორის ძნელადმისადგომ ადგილებშიც;
  • სხვადასხვა ტიპის გრუნტებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების შერჩევის შესაძლებლობა.
  • კონკურენტუნარიანი ფასები სხვა, ანალოგიური პრობლემების გადაჭრის ვარიანტებთან შედარებით;
  • მეთოდი არ საჭიროებს ფერდობების ნგრევასა და ქვაბულების თხრას;
  • ტექნოლოგია არ საჭიროებს ბეტონის სამუშაოების წარმოებასა და ფუნდამენტების მოწყობას, იმდენად, რამდენადაც ანკერები მიზანშწონილია ნებისმიერი ტიპის გრუნტისთვის გამოსაყენებლად.
Грунтовые анкерные системы Manta ray
Грунтовые анкерные системы Manta ray
Грунтовые анкерные системы Manta ray
image

გამოყენების სფეროები

კომპანია „I.A.S“ ჯგუფი გთავაზობთ კონსტრუქციებისა და კომუნიკაციების გამაგრება-დამაგრების ინოვაციურ მეთოდს საკუთარი წარმოების ანკერული სისტემების ბაზაზე რთულ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში.

  • საავტომობილო გზებისა და იმფრასტრუქტურული ობიექტების მეწყერ და ზვავსაწინააღმდეგო დაცვა რთული რელიეფის პირობებში (დამცავი კონსტრუქციები, რომელსაც მიეკუთვნება ხიმინჯოვანი კონსტრუქციები, საყრდენი კედლებისა და ანკერული დამაგრების ყველა სახეობა);
  • საავტომობილო გზის ფერდობების გამაგრება და გამწვანება;
  • ჩაფლული ელექტრო სადენების, კოშკურების, საყრდენებისა და ნებისმიერი მაღლივი კონსტრუქციის გამაგრება;
  • რთულ, გეომორფოლოგიურ პირობებში ცოცვადი და ეროზიული პროცესებისგან საინჟინრო დამცავი სისტემების შექმნა;
  • საყრდენი კედლების, ქვაბულის ფერდობებისა და თხრილების გამაგრება.
  • მილგაყვანილობებისა და საინჟინრო კომუნიკაციების დაცვა გადაადგილებისა და გრძივი დეფორმაციისგან მაღალმთიან და დაღარულ ადგილებში გაყვანისას;
  • დახრილობის ზედაპირული სტაბილიზება;
  • ხეებისა და ქვაცენისგან მიწისზედა და მიწისქვედა კონსტრუქციებისა და ნაგებობების დამცავი სისტემების აგება;
  • ჭებისა და რეზერვუარების დამაგრება წყალნაჯერ გრუნტებში ამოცურების, ამოტივტივების თავიდან ასაცილებლად;
  • მცირე არქიტექტურული ფორმების დამაგრება, მოპარვისგან დაცვა.
Грунтовые анкерные системы Manta ray
Грунтовые анкерные системы Manta ray
Грунтовые анкерные системы Manta ray
Грунтовые анкерные системы Manta ray