„CDC“-ის სწრაფამყვანი სატვირთო-საბაგირო გზები

Быстровозводимые грузопассажирские канатные дороги Griffin

„CDC“-ის სისტემის გამოყენება რთულ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში საავტომობილო გზებისა და იმფრასტრუქტურის მშენებლობისას

„CDC“-ის სწრაფამყვანი სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების გამოყენება მიზანშეწონილია ობიექტების, გვირაბების, ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობისას პრობლემურ და მთიანი რელიეფის ძნელადმიუვალ, აგრეთვე წყლის წინაღობებით ძლიერ დაღარულ ადგილებში, წყლის წინაღობებზე, როდესაც ტრადიციული ტვირთამწე მექანიზმები ნაკლებეფექტური ან მთელი რიგი პირობებიდან გამომდინარე მათი გამოყენება შეუძლებელია.

Быстровозводимые грузопассажирские канатные дороги Griffin
Быстровозводимые грузопассажирские канатные дороги Griffin
Быстровозводимые грузопассажирские канатные дороги Griffin

ტექნოლოგია

„CDC“-ის სწრაფამყვანი სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების ტექნოლოგიის საფუძველში დევს დროებით საყრდენებზე დამაგრებული საბაგირო გზა, რომელზეც გადაადგილდება რადიომართვადი დგიმთამწე. მასზე შესაძლოა დამონტაჟებულ იქნას ამწე, რომელიც 40 ტონამდე ტვირთებით ოპერირების საშუალებას იძლევა, სალიფტე სისტემის სატვირთო-სამგზავრო პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია მოუწყობელ ადგილებში მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ან სამგზავრო გონდოლა, რომელიც აღჭურვილია კლიმატ-კონტროლისა და აქტიურ-პასიური უსაფრთხოების სისტემით.

მოცემული ტექნოლოგია უკვე 15 წელია აქტიურად გამოიყენება მთელ მსოფლიოში ფართო სპექტრის ობიექტების მშენებლობისას: სამთო-სათხილამურო კურორტების იმფრასტრუქტურიდან დაწყებული სატრანსპორტო კვანძების გადაჭიმული ნაგებობების, ხიდებისა და ესტაკადების, საინჟინრო ნაგებობების ჩათვლით. სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების გამოყენება კაპიტალური, ენერგეტიკული და საექსპლუატაციო დანახარჯების მნიშნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.

სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების გამოყენება არ საჭიროებს ბუნებრივ გარემოში ჩარევას, იმდენად, რამდენადაც ჰაერში ტრანსპორტირება გამორიცხავს ტყის მასივების ჭრასა და დროებითი ტექნოლოგიური გზების მშენებლობას. სამუშაოების დასრულებისა და  სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიული ეკოსისტემა საკმაოდ სწრაფად უბრუნდება თავის პირვანდელ სახეს ბუნებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე.

cableway1
cableway2
cableway3

უპირატესობა

„CDC“-ის სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების გამოყენება მთელ რიგ უპირატესობას იძლევა სამუშაოების წარმოების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთისა და ხალხის რამდენიმე კილომეტრ მანძილზე ეფექტურ გადაადგილებას, აგრეთვე მათ აყვანას სათანადო სიმაღლეზე რთული, მთიანი და ძლიერ დაღარული რელიეფის პირობებში.

  • სამშენებლო ობიექტის მთელ ტერიტორიაზე ეფექტური მიდგომის შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ტრადიციული ტვირთამწე სისტემების გამოყენება არაეფექტურია ან საერთოდ შეუძლებელია შეზღუდული სივრცითი ან საჭირო მომზადებული და აღჭურვილი სამუშაო ადგილის არ არსებობიდან გამომდინარე.
  • უნივერსალობა, რომელიც მიიღწევა კომპონირების მოდულური პრინციპით და მაღალი მობილობა, რაც განპირობებულია სისტემის მაქსიმალურად გაიოლებული და დაჩქარებული მონტაჟითა და დემონტაჟით,   „CDC“-ის სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების განსხვავებულ ობიექტებზე მრავალჯერად გამოყენების  საშუალებას იძლევა.
  • ხალხის ჩასხდომა-გადმოსხდომის სალიფტე სისტემა მონტაჟდება არა მხოლოდ სატვირთო-სამგზავრო პლატფორმებზე, არამედ სამგზავრო გონდოლებშიც, რაც  „CDC“-ის სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების ტურისტულ-სპორტული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა, მაგალითად, ალპინიზმი და სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მომსახურების სპექტრის გაფართოვება.
cableway4
cableway5
cableway6

დისტანციური მართვის შესაძლებლობიდან გამომდინარე, „CDC“-ის სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზებს შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა არახელსაყრელი კლიმატური (თოვლი, ნისლი) და ადგილმდებარეობის ნებისმიერი რელიეფის პირობებში – პრაქტიკულად 24 სთ-ის განმავლობაში მცირე ტექნოლოგიური წყვეტებით.

  • სამუშაო ადგილების, ხიდებისა და საყრდენი კედლების, ტექნიკის გასასვლელად საჭირო დროებითი გზების (მისადგომების) მშენებლობის აუცილებლობის არ არსებობა წარმოადგენს ხელშემწყობ პირობას, რომელიც ამცირებს ობიექტის მშენებლობის ხარჯებსა და ვადებს.
  • რადიომართვადი კონსტრუქცია მსუბუქი, მძლავრი დიზელის ძრავითა და ჰიდრავლიკური მომყვანით. დისტანციური რადიომართვის შესაძლებლობა უშალოდ სამუშაო ადგილიდან მონტაჟის მაღალი სიზუსტის შესაძლებლობას იძლევა და უზრუნველყოფს უსაფრთხოების საჭირო დონეს.
  • „CDC“-ის სატვირთო-სამგზავრო ბაგირ-გზების მონტაჟი-დემონტაჟი არ საჭიროებს გარემოში ჩარევას, რამდენადაც სისტემის ელემენტებისა და საყრდენების ტრანსპორტირება ხორციელდება ჰაერში შვეულმფრენის საშუალებით. ეს კი განსაკუთრებულ დაცულ ტერიტორიებზე სამუშაოების წარმოების საშუალებას იძლევა.
Быстровозводимые грузопассажирские канатные дороги Griffin
cableway7
cableway8

კომპლექსური მიდგომა და მშენებლობის ყველა ეტაპზე თანხლება

  • სატვირთო-სამგზავრო საბაგირო გზების ოპტიმალირი კონფიგურაციის განსაზღვრა;
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტის შემუშავება;
  • დაკომპლექტება და მიწოდება
  • სერტიფიცირება და გამოყენების ნებართვის მიღება;
  • სამონტაჟო-სადემონტაჟო სამუშაოების სრული კომპლექსი;
  • ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება.
cableway9
cableway10
cableway11