კომპანია „I.A.S“ (ალტერნატიული გადაწყვეტილებების დანერგვის) ჯგუფი წარმოადგენს ამერიკული ჰოლდინგის „MacLean Power Systems dba Foresight Products“ -ის ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის ტერიტორიაზე. „MacLean Power Systems“ წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს რთულ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში შენობა-ნაგებობებისა და ობიექტების დმაგრება-გამაგრების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს „DUCKBILL“-ის, „MANTA RAY“-სა და „STINGRAY“-ის უმაღლესი დონის ანკერული სისტემების ბაზაზე, აგრეთვე, ახორციელებს ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას გრუნტის ანკერებისა, არმოგრუნტული სისტემები „MACRES“ და „STATUM“, და „HOBAS“ მინა-პლასტიკური მილების გამოყენების სფეროში.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიები სერტიფიცირებულია და აქტიურად გამოიყენებოდა 2014 წელს ოლიმპიური თამაშების იმფრასტრუქტურისა და ობიექტების მშენებლობაში რუსეთის ფედერაციაში – ქ. სოჭში და სხვა ქალაქებშიც.
მშენებლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო ლიდერების მომსახურებისა და გამოცდილების მთელი კომპლექსი
მუშაობის პრინციპი
მასალებითა და აღჭურვილობით კომპლექსური მომარაგება;
მზა ტექნიკური გადაწყვეტილებების წარდგენა, გაანგარიშებული პროგრამებითა და ტექნოლოგიური სქემებით უზრუნველყოფა;
საინჟინრო და სამშენებლო სფეროში მსოფლიოს წამყვანი ლიდერების მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა;
პროექტების მაქსიმალური ადაპტაცია რეგიონის თავისებურებებთან, ნედლეულისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ჩვენი კომპეტენცია შესაძლებლობას მოგცემთ
შეამციროთ პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ვადები და დანახარჯები;
განახორციელოთ პროექტები და სამუშაოები მსოფლიო დონეზე;
გაზარდოთ ობიექტების ექსპლუატაციის უსაფრთხოება;
გაზარდოთ ობიექტების მომსახურების ვადები.
ამავდროულად, სერიოზულად ვეკიდებით რა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანს მინიმუმამდე დაიყვანს.