კომპანია „I.A.S“ (ალტერნატიული გადაწყვეტილებების დანერგვის) ჯგუფი წარმოადგენს ამერიკული ჰოლდინგის „MacLean Power Systems dba Foresight Products“ -ის ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის ტერიტორიაზე. „MacLean Power Systems“ წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს რთულ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში შენობა-ნაგებობებისა და ობიექტების დმაგრება-გამაგრების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს „DUCKBILL“-ის, „MANTA RAY“-სა და „STINGRAY“-ის უმაღლესი დონის ანკერული სისტემების ბაზაზე, აგრეთვე, ახორციელებს ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას გრუნტის ანკერებისა, არმოგრუნტული სისსტემა „MACRES“  და „HOBAS“ მინა-პლასტიკური მილების გამოყენების სფეროში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიები სერტიფიცირებულია და აქტიურად გამოიყენებოდა 2014 წელს ოლიმპიური თამაშების იმფრასტრუქტურისა და ობიექტების მშენებლობაში რუსეთის ფედერაციაში – ქ. სოჭში, ბულგარეთში და სხვა ქვეყნებში და ქალაქებშიც.

ჩვენი გაერთიანება დაკავებულია ინოვაციურ საინჟინრო სფეროში არსებული მსოფლიო გამოცდილების შესწავლით, ეძებს ყველაზე პროგრესულ გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებს მათი საზღვაო ლანდშაფტისა და მთიანი რაიონის რთულ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში შემდგომი ადაპტაციისა და დანერგვის მიზნით. ოპტიმიზაციისა და წარმოებული მომსახურების ხარისხის ამაღლების ვექტორში ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო საპატენტო პორტფელის ჩამოყალიბებაზე და ვიწყებთ საკუთარი საამწყობო და წარმოების ხაზების ამოქმედებას, სადაც ხარისხის კონტროლი ხორციელდება დამზადების ყველა ეტაპზე: ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის შემოწმებამდე. უწყვეტი სამეცნიერო-კვლევითი და საგამოცდო-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელიც მიმართულია ნაკეთობის ისეთი მახასიათებლების გაუმჯობესებისკენ, როგორიცაა მდგრადობა, გამძლეობა, ხანგრძლივობა, საშუალებას გვაძლევს დარწმუნებულები ვიყოთ საკუთარი გადაწყვეტილებების ეფექტურობასა და საიმედოობაში.

  • კომპანია „ვარ“ ჯგუფის მოღვაწეობის მთავარ გამოყენებით მიმართულებას წარმოადგენს დაპროექტება და მშენებლობა მთიანი რაიონის რთულ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში, როდესაც ტრადიციული მეთოდები პრინციპულად შეუძლებელი ან არაეფტურია. ჩვენთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესოა უნიკალური, ტექნიკური თვალსაზრისით შედარებით რთული ობიექტები, სადაც ჩვენი კომპანიის ჯგუფს შეუძლია დამკვეთისთვის კომპლექსური მიდგომის შეთავაზება საინჟინრო-სამშენებლო ამოცანების გადასაჭრელად.
  • ეკონომიკური კრიზისისა და სანქციების გამოყენების პოლიტიკის პირობებში ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენება მიზნად ისახავს ხარჯების შემცირებას, კრიზისულ დონემდე მუშაუნარიანობის შენარჩუნებასა და წარმოების მოცულობის ზრდას მიმდინარე დონეზე არსებული დაფინანსების პირობებში;
  • საწყისი მონაცემების დეტალური შესწავლა, დატვირთვის გაანგარიშების გონივრული განსაზღვრა, დადასტურებული სათადარიგო გამძლეობის მარაგის მქონე სპეციალური მასალების გამოყენება და თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის მშენებლობის ინდივიდუალური სქემის შერჩევა სისტემური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა დამკვეთის ტექნოლოგიური, შრომითი და ფინანსური რესურსების ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
  •  ჩვენს მიერ შემითავაზებული მეთოდების გამოყენება ამცირებს ტექნოლოგიური გზების გაყვანისა და ობიექტის ირგვლივ ფართო სამშენებლო იმფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ არსებითად ამცირებს მშენებლობის ვადებსა და მინიმუმამდე დაჰყავს ეკოსისტემისადმი მიყენებული ზარალი.

ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ინოვაცური ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება ადვილია!

დარეკეთ ეხლავე ნომერზე  +995 595 36 00 79 ან შეუკვეთეთ უკუკავშირი..
უკუკავშირი
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე  info@vnedrenie.su